ინფორსი ციფრებში
50+
ბიზნეს კლიენტი
6 მლნ +
მოზიდული პრემია
98%
კლიენტის შენარჩუნება
4 წელი
ბიზნესის პარტნიორი
პარტნიორი მზღვეველები
ვთანამშრომლობთ წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან










სადაზღვევო პროდუქტები
ყველა სადაზღვევო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე. ერთი პარტნიორი, ერთიანი ხედვა.
ჯანმრთელობის დაზღვევა
კომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა - ყველაზე ხელმისაწვდომი HR სარგებელი, რომელიც ქმნის ლოიალობას.
ქონების
დაზღვევა
შენობა, რემონტი, ტექნიკა, მარაგები - ყველაფრის დაცვა ხანძრის, ბუნებრივი კატასტ როფის ქურდობის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
პასუხისმგებლობის დაზღვევა
საქმიანობის შედეგად სხვისთვის მიყენებული ჯანმრთელობის და ქონებრივი ზიანის ფინანსური დაცვა.
ტვირთების დაზღვევა
საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვის რისკების დაფარვა, ტვირთის სრული დაცვა.
ავტოდაზღვევა (კასკო)
კომპანიის ავტოპარკის კომპლექსური დაცვა. ყველა რისკი ერთ პოლისში.
უბედური შემთხვევის დაზღვევა
კომპანიის თანამშრომლების ფინანსური დაცვა სამუშაო პროცესში მომხდარი უბედური შემთხვევისგან
სავალდებულო დაზღვევა
საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო დაზღვევის პროდუქტები.
სადაზღვევო გარანტიები
ტენდერის, ხელშეკრულების შესრულების და საავანსო სადაზღვევო გარანტიები
სპეციალიზებული პროდუქტები
პროფესიული პასუხისმგებლობა, D&O, ავია და ჰენდლინგური პასუხისმგებლობები, ელექტრო, სამშენებლო და სხვა რისკები.
რატომ სადაზღვევო ბროკერი?
ბიზნესების უმრავლესობა სადაზღვევო გადაწყვეტილებას მზღვეველთან მარტო, სრული ინფორმაციის გარეშე იღებს. ბროკერი სწორედ ამ უთანასწორობას აბალანსებს.
01
დამოუკიდებელი ექსპერტიზა
ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორი და მრჩეველი. ვადარებთ სხვადასხვა მზღვეველის პირობებს და გირჩევთ თქვენი ინტერესის მიხედვით.
02
ძლიერი პოზიცია
კომპანია მზღვეველთან მარტო დგას - ბროკერი მთელი პორტფელის წონით საუბრობს, რაც პრაქტიკაში უკეთეს ფასსა და უ ფრო ფართო დაფარვას გულისხმობს.
03
მხარდაჭერა ანაზღაურებაში
პოლისის ნამდვილი ფასი ზარალის მომენტში ჩანს. ვამუშავებთ დოკუმენტაციას, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მზღვეველთან და ვზრუნავთ, რომ ანაზღაურება სრულად და დროულად მიიღოთ.
04
დაზოგილი დრო
შეთავაზების მოძიება, შედარება, კონტრაქტის ანალიზი - ეს ჩვენი საქმეა. თქვენ გრჩებათ დრო და ფოკუსი საკუთარ ბიზნესზე.
როგორ ვმუშაობთ
ყოველ კლიენტთან მკაფიო, გამჭვირვალე პროცესი. გადაწყვეტილების სრული კონტროლი ბოლომდე თქვენს ხელში რჩება.
01
რისკების შეფასება და აუდიტი
ვაანალიზებთ ბიზნესის რისკებს, ვატარებთ არსებული დაზღვევის აუდის და ვქმნით ტექნიკურ დავალებას.
02
დაზღვევის შერჩევა
ვმუშაობთ სხვადასხვა მზღვეველთან, ვაანალიზებთ წინადადებებს და გაწვდით დეტალურ ანგარიშს გადაწყვეტილების მისაღებად.
03
რისკის განთავსება
ვაფორმებთ პოლისს მზღვეველთან. ყ ოველი პუნქტი გასაგებია - წვრილი შრიფტით დამალული არაფერი რჩება.
04
მხარდაჭერა
პოლისის მოქმედების მთელ პერიოდში თქვენი მხარდამჭერი ვართ ცვლილებაზე, კითხვაზე და ზარალის ანაზღაურებაზე.
05
განახლება
ვადის ბოლოს თავიდან ვაფასებთ შეიცვალა თუ არა თქვენი რისკები, ბაზრის პირობები და პოლისს ახალ რეალობას ვარგებთ.